ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: "შეგვეძლო თამაში 25-30 წუთის შემდეგ დაგვესრულებინა"
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თანატოლ ისრაელთან ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებული პენალტებში გაირკვა, რომელშიც ჩვენი ნაკრები 3:4 დამარცხდა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებული პენალტებში გაირკვა, რომელშიც ჩვენი ნაკრები 3:4 დამარცხდა.
ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა.
"შეგვეძლო თამაში 25-30 წუთის შემდეგ დაგვესრულებინა, უამრავი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, შეიძლებოდა ანგარიში 2:0 ან 3:0 ყოფილიყო.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა წნეხი გააძლიერა და თამაში შეიცვალა. საჭირო იყო, რომ მეტი გამძლეობა და სითამამე გვეჩვენებინა, რაც მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ",- თქვა ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.