ავტორიზაცია

ოფიციალურად: შახტარმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ოფიციალურად: შახტარმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
თარიღი 02 ივლ 2023, 11:47
უკრაინულმა "შახტარმა" გუნდის მთავარ მწვრთნელ იგორ იოვიცევიჩთან დაშორება გამოაცხადა. 

იოვიჩევიჩი "შახტარს" გასული წლის ივლისიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი უკრაინის ჩემპიონი გახდა. 

დონეცკურ გუნდს ხორვატი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 24 მოგება, ათი ფრე და ექვსი წაგება ჰქონდა.

შეგახსენბთ, რომ "შახტარის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს.