ავტორიზაცია

სერია A-ს გუნდმა შესაძლოა გრინვუდი იჯარით გაიფორმოს

სერია A-ს გუნდმა შესაძლოა გრინვუდი იჯარით გაიფორმოს
თარიღი 02 ივლ 2023, 11:57
The Sun-ის ცნობით, "რომა" მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელით მეისონ გრინვუდით არის დაინტერესებული.

რომაელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაუკავშირდა 21 წლის ინგლისელის მამას პოტენციური ტრანსფერის განსახილველად. "რომას" ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება სურს.

ბოლოს გრინვუდი მოედანზე 2022 წლის დასაწყისში გავიდა - იანვარში იგი დააკავეს გაუპატიურებისა და შეყვარებულის მიმართ ძალადობის ბრალდებით.

2023 წლის 2 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერის პოლიციამ ფეხბურთელის ბრალდებით საქმე დახურა, მაგრამ ის მანჩესტერ იუნაიტედში არ დაბრუნებულა.

გრინვუდს მანჩესტერ "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.