ავტორიზაცია

ბაიერნის ექიმები კიმს სამხრეთ კორეაში ჩააკითხავენ, სადაც ის ჯარში მსახურობს

ბაიერნის ექიმები კიმს სამხრეთ კორეაში ჩააკითხავენ, სადაც ის ჯარში მსახურობს
თარიღი 05 Jul 2023, 23:13
„ნაპოლის" კორეელი მცველი კიმ მინ ჯე ხვალ „ბაიერნისთვის" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენური კლუბის ექიმები სამხრეთ კორეაში ჩაფრინდნენ, სადაც ამჟამად ფეხბურთელი სავალდებულო სამხედრო მსახურებას გადის. კიმს ადგილზე ჩაუტარდება ყველა საჭირო კვლევა.

თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, „ნაპოლი" მცველში მის გამოსასყიდ თანხას, 50 მილიონ ევროს, უახლოეს დღეებში მიიღებს.

თავად კიმი „ბაიერნთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი, გადასახადების გადახდამდე, 12 მილიონი ევრო იქნება.