ავტორიზაცია

ინტერი უკრაინის ნაკრების მეკარეს შეუთანხმდა

ინტერი უკრაინის ნაკრების მეკარეს შეუთანხმდა
თარიღი 08 ივლ 2023, 11:19
უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მეკარე ანატოლი ტრუბინი იტალიის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა. 

Football-Italia-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელით მილანის "ინტერი" ინტერესდება.

წყაროს ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს და პირადი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ. 

მილანური გრანდი მზადაა ანატოლისთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს და ხელფასის სახით 1,8 მილიონი ევრო გადაიხადოს.