ლობჟანიძე MLS-ში ითამაშებს? - ამერიკულმა გუნდმა ჰატაისპორს წინადადებით უკვე მიმართა
Sports Digitale-ის ინფორმაციით, MLS-ის წარმომადგენელს "ატლანტა იუნაიტედს" საქართველოს ნაკრების და "ჰატაისპორის" გარემარბის საბა ლობჟანიძის დამატება სურს.
წყაროს ცნობით, ამერიკულმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით თურქულ გუნდს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ გარემარბის მომავალზე გადაწყვეტილებას "ჰატაისპორის" მთავარი მწვრთნელი ვოლკან დემირალი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ ბოლო თვეები იჯარით "ფათიჰ კარაგიუმრუკში" ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ ბოლო თვეები იჯარით "ფათიჰ კარაგიუმრუკში" ითამაშა.