ლივერპულმა ფაბინიოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
"ლივერპული" მზადაა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბინიო გაყიდოს.
29 წლის ფეხბურთელი რეგულარულად თამაშობდა გასული სეზონის განმავლობაში, მაგრამ კლუბი, როგორც ჩანს, მზად არის შეწყვიტოს ბრაზილიელთან თანამშრომლობა.
29 წლის ფეხბურთელი რეგულარულად თამაშობდა გასული სეზონის განმავლობაში, მაგრამ კლუბი, როგორც ჩანს, მზად არის შეწყვიტოს ბრაზილიელთან თანამშრომლობა.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "ლივერპული" ფაბინიოსთვის ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება.
"მერსისაიდელთა" ხელმძღვანელობა ნახევარმცველის გაყიდვიდან დაახლოებით 40 მილიონი ფუნტის (თითქმის 47 მილიონი ევრო) მოგებას გეგმავს.
ფაბინიოს მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2026 წლამდეა გათვლილი.
ფაბინიოს მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2026 წლამდეა გათვლილი.