ავტორიზაცია

ნაპოლი ოსიმენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - გარიგების დეტალები ცნობილი გახდა

ნაპოლი ოსიმენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - გარიგების დეტალები ცნობილი გახდა
თარიღი 15 Jul 2023, 19:25
ნიგერიელი ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა "ნაპოლისთან" შრომითი ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება გათვლილი. 

კონტრაქტის ვადის გაზრდასთან ერთად, გაიზრდება ნიგერიელის ხელფასიც, რომელიც პრემიების გარეშე წელიწადში 6,5 მილიონი ევრო იქნება. 

ოსიმენი "ნაპოლიში" 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში 32 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.