მანეს დარჩენა უნდა, ბაიერნს კი - მისი გაყიდვა, აგენტებმა საუდის არაბეთთან გამართეს მოლაპარაკებები
სადიო მანეს „ბაიერნში“ სურს დარჩენა, მაგრამ კლუბს სხვა პოზიცია უკავია.
ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, თომას ტუხელს უნდა, რომ სენეგალელი შემტევი გაიყიდოს.
გერმანიის ჩემპიონები მანეს სანაცვლოდ 32 მილიონი ევროს და ბონუსების მიღებას იმედოვნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ფეხბურთელი დარჩენას ისურვებდა, მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მაინც აწარმოებენ. უკანასკნელი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდათ - საუდის არაბეთის კლუბები არიან.

ამჟამად, აგენტებიც, ფეხბურთელიც და კლუბიც მოლოდინის რეჟიმში არიან.