ავტორიზაცია

ნევეში: "რატომ წამოვედი საუდის არაბეთში? მინდოდა, ოჯახისთვის ისეთი ცხოვრება მეჩუქებინა, რომელზეც მე ვოცნებობდი"

ნევეში: "რატომ წამოვედი საუდის არაბეთში? მინდოდა, ოჯახისთვის ისეთი ცხოვრება მეჩუქებინა, რომელზეც მე ვოცნებობდი"
თარიღი 17 Jul 2023, 23:13
„ვულვზის“ ექს-ნახევარმცველმა, რუბენ ნევეშმა, საუდის არაბეთში წასვლის მიზეზებზე ღიად და გულწრფელად ისაუბრა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი „ვულვერჰემპტონიდან“ „ალ ჰილალში“ გადავიდა, მისი ხელფასი ინგლისში წლიურად 4.5 მილიონ ევროს შეადგენდა, საუდის არაბეთში კი 12 მილიონი ევრო იქნება.

„რატომ დავთანხმდი საუდის არაბეთში წასვლას? მთავარი მიზეზი - ოჯახია, რომლისთვისაც ყოველთვის მინდოდა მეჩუქებინა ისეთი ცხოვრება, როგორზეც მე ვოცნებობდი.

ჩემი ოჯახი - ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ტიტულია.“ - ციტირებს ნევეშის სიტყვებს „ალ ჰილალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.