ავტორიზაცია

ლესტერს მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბის შეძენა სურს

ლესტერს მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბის შეძენა სურს
თარიღი 18 ივლ 2023, 13:25
მანჩესტერ "იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ამად დიალო შესაძლოა სხვა ინგლისურ კლუბში გადავიდეს. 

ტაბლოიდის Daily Mail-ის ჟურნალისტების ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის მომსახურებით "ლესტერი" დაინტერესებულია.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის შეძენით "ნიუკასლი" ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ამადუ მანჩესტერ "იუნაიტედში" 2021 წელს "ატალანტიდან" გადავიდა. 

გასულ სეზონში ის "საუთჰემპტონში" იჯარით თამაშობდა. დიალომ ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.