ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - ნაპოლი ლანსის მცველის ტრანსფერზე მუშაობს

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - ნაპოლი ლანსის მცველის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 25 Jul 2023, 10:46
ჟურნალისტი დანიელ ლონგოს თქმით, იტალიური "ნაპოლი" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შუამავლების მეშვეობით ფრანგული "ლანსის" 24 წლის მცველ კევინ დანსოს დაუკავშირდა და მხარეებს შორის პირადი პირობების შეთანხმება მოხდა.

თუმცა, ნეაპოლიტანელები ტრანსფერზე ფრანგულ "ლანსთან" ჯერ არ შეთანხმებულან, ამ დროისთვის კლუბს მოთამაშის ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროზე მეტის მიღება სურს.

ფეხბურთელი ავსტრიის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს. "ლანსის" გარდა, დანსოს კარიერაში განმავლობაში "აუგსბურგში", "საუთჰემპტონში" და "ფორტუნა დიუსელდორფში" უთამაშია.