ჩელსი და მანიუ ბრძოლიდან გავიდნენ, რეალი "ჩრდილში იმალება", - Le Parisien
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, „პსჟ“ იმედოვნებს, რომ მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს თაობაზე მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში წამოიწყებს.
„ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელისთვის ბრძოლას აღარ აპირებენ, მთავარ ფავორიტად „რეალი“ მოიაზრება, რომელიც მბაპესთვისაც საოცნებო კლუბია, თუმცა ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ მადრიდელები ამ ეტაპზე „ჩრდილში იმალებიან“.
„პსჟ-ს“ სურს სჯეროდეს, რომ „რეალის“ პირველი შეთავაზება და მოლაპარაკებების წამოწყება მბაპეს თაობაზე უბრალოდ დროის ამბავია.
თავის მხრივ, „რეალს“ 2021 წელს „პსჟ-ს“ მხრიდან სამი შეთავაზების იგნორი მწარედ ახსოვს და მოლაპარაკებებში პირველი ნაბიჯის გადადგმა არ სურს, ამიტომ, პარიზელებისგან ელოდება ზარს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დრო „რეალის“ სასარგებლოდ მუშაობს, რადგან მბაპეს სხვა არსად წასვლა არ სურს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მოახლოვებასთან ერთად კი, „ბლანკოსის“ აზრით, მბაპეს ფასი უფრო და უფრო იკლებს და მათზე მუშაობს.