ავტორიზაცია

არჩილ ბერიძე: "ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება დამაზიანებელი იქნება კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს"

არჩილ ბერიძე: "ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება დამაზიანებელი იქნება კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს"
თარიღი 26 Jul 2023, 19:01
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კლუბის პრეზიდენტის არჩილ ბერიძის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ბერიძე აჭარული გუნდის გულშემატკივრის მხრიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების მოთხოვმას გამოეხმაურა.

"მინდა გამოვეხმაურო დინამო ბათუმის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ეტაპზე ეს კლუბი და მისი ინტერესები არის, იყო და იქნება ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს დინამო ბათუმის თითოეული გულშემატკივარი, რადგან ეს კლუბი ეკუთვნის ბათუმს და ბათუმელებს.

ჩემი და ჩემი მეგობრების კლუბში მოსვლის დღიდან დღევანდელობამდე ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და გუნდისგან, რომელიც არსებობისთვის იბრძოდა ჩამოვაყალიბეთ ბრძოლისუნარიანი და ძალიან წარმატებული კლუბი. დინამო ბათუმი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. ჩვენი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების და ბათუმში შექმნილი ჭეშმარიტი საფეხბურთო ზეიმის გამოძახილი არის ის, რომ აჭარის რეგიონმა და კერძოდ ბათუმმა ძალიან ბევრი საერთაშორისო სპორტული ჯილდო თუ აღიარება მოიპოვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრის ოცნებები რეალობად აქცია.

აქვე მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის საკითხს... ბატონი გია გეგუჩაძის წვლილი დინამო ბათუმის ბოლო პერიოდის წარმატებებში არის განუზომელი. ისევე როგორც ჩვენი ფანკლუბის - "პირატები"-ს თითოეული წევრის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს უანგარო მხარდაჭერისთვის: კლუბის საპატიო პრეზიდენტს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ლიქსინ გრუპს, კროკობეთს, ევროპაბეთს და სხვა უამრავ ადამიანს ვინც სხვადასხვა ეტაპზე დინამო ბათუმის დახამრების სურვილს გამოთქვამდა და გამოთქვამს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გამოვიარეთ.

გასული წლის ბოლოს თქვენთან ერთად განვლილი 5 წელი შევაჯამეთ და ახალი მიზნები დავისახეთ, მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ლიგის მოგება და კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ჩემპიონების რანგში აღნიშვნა განვიზრახეთ. ასევე ჩვენი ჯერაც აუხდენელი ოცნების - დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა დავაანონსეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ორივე მიზანი გეგმაზომიერად ხორციელდება, გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ საფეხურზეა, დინამო ბათუმის აკადემიიდან კი ახლახანს პირველ გუნდში ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი დავით ფაღავა დაწინაურდა.

ძვირფასო გულშემატკივრებო მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება იქნება დამაზიანებელი კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს. შედეგების შეფასების დრო, ევროსეზონის გათვალისწინებით აუცილებლად გვექნება სეზონის ბოლოს და დარწმუნებული ვარ ერთად დავსახავთ უფრო ამბიციურ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება.

აქვე მინდა დავძინო, რომ კლუბის მენეჯმენტი და პირადად მე მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად და დინამოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ. ",- წერია განცხადებაში.

TOP 10 | საუკეთესო თინეიჯერები ფეხბურთის ისტორიაში

TOP 10 | საუკეთესო თინეიჯერები ფეხბურთის ისტორიაში

ცნობილმა გამოცემა Givemesport-მა ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო თინეიჯერი დაასახელა, ს...

Brazil 06 Jun 2025, 17:37
ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

2024/25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ინტერი მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ დატოვა და კარიე...

Inter 06 Jun 2025, 14:49
რეალ მადრიდმა მომავალი სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა

რეალ მადრიდმა მომავალი სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა

ესპანურმა კლუბმა, რეალ მადრიდმა მომავალი სეზონისთვის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

Real Madrid 06 Jun 2025, 13:21
ოსიმენის საგა გრძელდება — სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფორვარდი?

ოსიმენის საგა გრძელდება — სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფორვარდი?

ვიქტორ ოსიმენის იჯარა გალათასარაიში სრულდება და ფეხბურთელი ნაპოლიში დაბრუნდება, თუმცა, ნეაპოლელები მ...

Napoli 06 Jun 2025, 12:21
"მნიშვნელოვან გამარჯვებებში, მისი წვლილი ძალიან დიდია" - თემურ ქეცბაიამ ლორიაზე ისაუბრა

"მნიშვნელოვან გამარჯვებებში, მისი წვლილი ძალიან დიდია" - თემურ ქეცბაიამ ლორიაზე ისაუბრა

გიორგიმ ლორიამ ფარერების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა....

06 Jun 2025, 12:10
ქართველმა ფეხბურთელებმა ფარერებთან მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს

ქართველმა ფეხბურთელებმა ფარერებთან მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს

ფარერებთან მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა საინტერესო კომენატარები გააკეთეს.

Georgia 06 Jun 2025, 11:53
როგორი იქნება ლივერპულის თერთმეტეული გიორგი მამარდაშვილთან ერთად?

როგორი იქნება ლივერპულის თერთმეტეული გიორგი მამარდაშვილთან ერთად?

ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას და რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. გთავაზ...

Liverpool 06 Jun 2025, 11:31
გოლები წვიმა შტუტგარტში — ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა

გოლები წვიმა შტუტგარტში — ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა

უეფას ერთა ლიგის 1/2 ფინალში, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის უხვ...

Spain 06 Jun 2025, 01:07
საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

ამხანაგურ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე ფარერის კუნძულებს უმასპინძლა და მეტო...

Georgia 05 Jun 2025, 22:10
TOP 10 | საუკეთესო ბომბარდირები ფეხბურთის ისტორიაში

TOP 10 | საუკეთესო ბომბარდირები ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი — მან მეტოქეთა კარი 931-ჯერ ა...

Portugal 05 Jun 2025, 17:49
"ცოტახანში თქვენ ვინისიუსის საუკეთესო ვერსიას ნახავთ" - კარლო ანჩელოტი

"ცოტახანში თქვენ ვინისიუსის საუკეთესო ვერსიას ნახავთ" - კარლო ანჩელოტი

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჯუნიორის შესახებ ისაუბრა.

Brazil 05 Jun 2025, 14:40
ძვირადღირებული მანქანები და ნივთები გატეხეს - რა ხდებოდა პარიზში ფინალის შემდეგ?

ძვირადღირებული მანქანები და ნივთები გატეხეს - რა ხდებოდა პარიზში ფინალის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა, ინტერი (5-0) გაანადგურა.

ამის შემდეგ პარიზის ქუჩებ...

05 Jun 2025, 14:21
TOP 10 | საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელები ისტორიაში

TOP 10 | საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელები ისტორიაში

გავლენიანმა გამოცემა Givemesport-მა ისტორიაში 10 საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ...

Portugal 05 Jun 2025, 12:47
ვინ შეცვლის სიმონე ინძაგის? — მთავარი კანდიდატი ცნობილია

ვინ შეცვლის სიმონე ინძაგის? — მთავარი კანდიდატი ცნობილია

მილანის ინტერის და სიმონე ინძაგის 4 წლიანი ისტორია დასრულდა — იტალიელმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა და...

Inter 05 Jun 2025, 10:33
პორტუგალიამ გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა

პორტუგალიამ გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის 1/2 ფინალში, გერმანიამ ალიანს არენაზე პორტუგალია მიიღო და და...

Portugal 05 Jun 2025, 09:46
"ხვალ ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ ეროვნული ნაკრების მაისურით" - გიორგი ლორია

"ხვალ ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ ეროვნული ნაკრების მაისურით" - გიორგი ლორია

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ხვალ, ამხანაგურ მატჩში ის ფარ...

Georgia 04 Jun 2025, 17:47