ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა: სადიო მანე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

შეთანხმება შედგა: სადიო მანე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თარიღი 28 ივლ 2023, 18:22
სენეგალელი გარემარბი სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნიდან" კარიერას "ალ-ნასრში გააგრძელებს.

როგორც  ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, კლუბები ამ ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. 

უახლოეს მომავალში 31 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მანემ "ბაიერნში" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. ცოტა ხნის წინ მიუნხენელების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ სენეგალელმა მოლოდინი არ გაამართლა.

"ბაიერნის" რიგებში 38 ოფიციალურ მატჩში სადიომ 12 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.