ანდრეი დემჩენკო: "აპოელი, დაახლოებით, იმავე დონის გუნდია, როგორებიც ჩვენი წინა მეტოქეები იყვნენ"
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის "აპოელთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
"თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, თუმცა ზედმეტად არა. ვნახეთ კლაკსვიკის მატჩები, ჯერ ფერენცვაროში გააგდეს, გუშინ მდიდარ მიოლდეს მოუგეს, თან ის ბიჭები დილით სხვა სამსახურში მიდიან ხოლმე. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. ამიტომ, დაპირისპირებისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით.
რაც უფრო მეტ ეტაპს გადიხარ, სულ უფრო ძლიერი მეტოქეები გხვდება. მაგრამ მოწინააღმდეგის ძალას ძალიან დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, უფრო მეტად საკუთარ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ოპონენტისთვის. დუნაისკა სტრედა და ვორსკლა ძლიერი გუნდები იყვნენ, მათი დამარცხებით ჩვენ თვითრწმენა მოგვემატა. აპოელი, დაახლოებით, იმავე დონის გუნდია, როგორებიც ჩვენი წინა მეტოქეები იყვნენ. თუმცა, საკუთარი უპირატესობები და სუსტი მხარეები გააჩნიათ. მაგრამ ორი ეტაპის გადალახვით ჩვენც უფრო ძლიერები გავხდით.
გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალს აპოელში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. გიორგი ძალიან სახიფათო ფორვარდია, რომელსაც მომენტის შექმნა ინდივიდუალურადაც შეუძლია.
ჩვენს გუნდს საკუთარი სტილი აქვს, თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ - ბურთის ფლობა გვიყვარს, პრესინგი და მოწინააღმდეგის უბურთოდ დატოვება. ვოივოდინამ აპოელს დაუთმო ბურთი და კონტრშეტევებზე ეთამაშა, თუმცა საკუთარი მომენტები ვერ გამოიყენა და შემდეგ ეტაპზე კვიპროსელები გავიდნენ. მაგრამ ჩვენ გორის დილა ვართ, საკუთარი ფეხბურთის თამაშს ვგეგმავთ. აპოელი ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. ხშირად მიმართავს ტაქტიკურ გადანაცვლებებს და ვნახოთ, მთავარია ჩვენ საკუთარი საქმე გავაკეთოთ.
ჩვენთვის დადებითი არაა ის ფაქტი, რომ საკუთარ მოედანზე არ ვთამაშობთ. გული მწყდება, რადგან გულშემატკივრები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ჩვენთვის იქ ქმნიან. ამიტომ, საჭიროა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა გორის სტადიონმა ევროპული ფეხბურთის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და შეხვედრების იქ ჩატარება შევძლოთ. თუმცა, ხვალ ჩვენ მატჩს საქართველოში ჩავატარებთ და ერთადერთი ქართული გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირებს შემორჩა. ამ ქვეყნისთვის ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, ფანები სტადიონზე, როგორც გორიდან, ისე თბილისიდანაც მოვლენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვართ, მაინც შინაურ კედლებში ვითამაშებთ".

ცხადია, პირველი მატჩის გასვლაზე თამაში ჯობს, რადგან საპასუხო შეხვედრა საკუთარ კედლებში გრჩება და ამ უპირატესობის ფონზე, ანალიზის დროც გაქვს. კვიპროსში მაღალი ტემპერატურის პირობებში მოგვიწევს შეხვედრის ჩატარება. ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იქნება. მაგრამ ამას ვერ შევცვლით და როგორც არის, იმას უნდა მოვერგოთ.
გარკვეულწილად, ქართულ ფეხბურთს დიდი ხნის წინ გავეცანი, უკრაინაში ბევრ ქართველთან გადავიკვეთე. ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ მათ მეტი დისციპლინა სჭირდებათ. თუ ქართველ მოთამაშეებს ამას მისცემ, მათ შრომისმოყვარეობის პრობლემა არ აქვთ. უბრალოდ, დისციპლინის ჩარჩოები სჭირდებათ. ",- განაცხადა დემჩენკომ.

გორის "დილასა" და "აპოელის" მატჩი დღეს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე გაიმართება.