მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედისგან 17 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს
მანჩესტერ "იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი თავისი კლუბისგან 17 მილიონ ევროს ოდენობით ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.
"წითელი ეშმაკები" უარს ამბობენ ამ თანხის გადახდაზე, რასაც შესაძლოა ინგლისელის "ვესტ ჰემში" ტრანსფერი ჩავარდნა მოჰყვეს. იტყობინება ჟურნალისტი ნილ კუსტისი.
"ვესტ ჰემმა" მაგუაიერის ტრანსფერი 40 მილიონ ევროდ შეათანხმა. თუმცა, ეს ნაბიჯი ჯერ არ განხორციელებულა, რადგან ჰარი ცდილობს კომპენსაციის მიღებას მანჩესტერ "იუნაიტედის" მენეჯმენტისგან.
"ვესტ ჰემმა" მაგუაიერის ტრანსფერი 40 მილიონ ევროდ შეათანხმა. თუმცა, ეს ნაბიჯი ჯერ არ განხორციელებულა, რადგან ჰარი ცდილობს კომპენსაციის მიღებას მანჩესტერ "იუნაიტედის" მენეჯმენტისგან.