ალისონი ალ-ნასრის სატრანსფერო სამიზნეა
საუდის არაბეთის კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულის" მოთამაშეების ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებენ.
ჯორდან ჰენდერსონის, ფაბინიოს და რობერტო ფირმინოს საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ, სატრანსფერო სამიზნე ამჯერად ალისონი გახლავთ.
ალისონი "ლივერპულში" 2018 წლის ზაფხულიდან "რომიდან" გადასვლის შემდეგ თამაშობს. მას შემდეგ ბრაზილიელმა 232 მატჩი ჩაატარა და 205 გოლი გაუშვა.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ალისონს შეუძლია ახლო საუდის არაბეთში წასვლა.
წყაროს ცნობით, "ალ-ნასრი" "მერსესაიდელთა" ვარსკვლავის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.
ალისონი "ლივერპულში" 2018 წლის ზაფხულიდან "რომიდან" გადასვლის შემდეგ თამაშობს. მას შემდეგ ბრაზილიელმა 232 მატჩი ჩაატარა და 205 გოლი გაუშვა.