ავტორიზაცია

ნეიმარის შემდეგ ნავასიც? - კოსტა რიკელი ალ-ჰილალის სატრანსფერო სამიზნეა

ნეიმარის შემდეგ ნავასიც? - კოსტა რიკელი ალ-ჰილალის სატრანსფერო სამიზნეა
თარიღი 15 აგვ 2023, 19:49
"პსჟ"-ს მეკარე კეილორ ნავასი შესაძლოა საუდის არაბეთის "ალ-ჰილალის" ახალი მოთამაშე გახდეს.

Le Parisien ირწმუნება, რომ საუდის არაბეთის კლუბი 36 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერი პრობლემატური არ უნდა იყოს, რადგან პარიზში ნავასის იმედი არ აქვთ.

კოსტა რიკელი მეკარე "პსჟ"-ში 2019 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 108 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 50-ში მან კარი მშრალად შეინახა.