ავტორიზაცია

ვესტ ჰემი მაგუაიერისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა

ვესტ ჰემი მაგუაიერისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა
თარიღი 29 აგვ 2023, 16:07
"ვესტ ჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაიერის მოსაპოვებლად ბრძოლას არ აპირებს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ლონდონელები ინგლისელის კანდიდატურას დაუბრუნდნენ, მაგრამ "მანკუნიელებისგან" მწვანე შუქი არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "ვესტ ჰემი" მანჩესტერ "იუნაიტედთან" მაგუაიერის ტრანსფერზე 35 მილიონი ევროს ოდენობით შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, გარიგება საბოლოოდ მაინც ჩაიშალა.