ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერიკ ბაილი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: ერიკ ბაილი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
თარიღი 05 სექ 2023, 11:14
ცენტრალური მცველი ერიკ ბაილი "ბეშიქთაშის" რიგებს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა.

თურქულმა კლუბმა კოტდ-ივუარელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

2016 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ბაილი ესპანური "ვილიარეალიდან" 38 მილიონ ევროდ შეიძინა.

ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებს" ყველა ტურნირზე 113 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.