რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე: "რუბინთან ერთად კვარაცხელიასთვის ოქროს ბურთის ნომინანტობა რთული იქნებოდა"
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რუსლან ნიგმატულინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის წარდგენის შესახებ.
"რა თქმა უნდა, კარიერის გარკვეულ ეტაპზე მას რუსეთის ჩემპიონატში თამაში დაეხმარა, მაგრამ ნაპოლიში თამაში დაეხმარა მას ოქროს ბურთის ნომინანტად დასახელებაში. ამის გაკეთება რუბინში ძალიან რთული იქნებოდა. “, - ციტირებს Metaratings ნიგმატულინის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.