ბარსელონამ შესაძლოა მომავალ ზაფხულში ბაიერნის ვარსკვლავი გაიფორმოს
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, თომას მიულერს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენური გუნდის ვეტერანს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
Sport-ის ცნობით, "ბარსელონა", რომელიც ფინანსური სირთულეების გამო თავისუფალი აგენტების დამატებაზეა ორიენტირებული, მიულერის კანდიდატურას განიხილავს.
გერმანელი ფეხბურთელი შესაძლოა "ბლაუგრანას" რიგებს მომავალ ზაფხულს შეუერთდეს, იმ შემთხვევაში თუ კლუბის გარეშე დარჩება.