ავტორიზაცია

დიტმარ ჰამანი: "ფლიკის გაშვება დაგვიანებული იყო, ახლა ყველაფერს გავაკეთებდი ამ 2-დან ერთ-ერთი მწვრთნელის მოსაყვანად"

დიტმარ ჰამანი: "ფლიკის გაშვება დაგვიანებული იყო, ახლა ყველაფერს გავაკეთებდი ამ 2-დან ერთ-ერთი მწვრთნელის მოსაყვანად"
თარიღი 11 Sep 2023, 23:38
დიტმარ ჰამანმა დაასახელა კანდიდატები, რომელთა ხილვასაც გერმანიის ნაკრებში ისურვებდა.

ჰანსი ფლიკი გერმანიის ეროვნული გუნდიდან იაპონიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, 1:4 განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბუნდესნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 დათმო და 1 ფრე ითამაშა.

„ფლიკთან დამშვიდობება დაგვიანებული იყო. მასთან თანამშრომლობის გაგრძელება გერმანული საფეხბურთო საბჭოსგან უპასუხისმგებლო საქციელი იყო.

ახლა ჩვენ გვჭირდება ვინმე ავტორიტეტული, გამოცდილი და მტკიცე ხასიათის მქონე. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ნაკრები ფელიქს მაგათმა ან მატიას ზამერმა ჩაიბარონ.“, - აღნიშნა გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა.