ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
თარიღი 21 სექ 2023, 14:22
სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ FIFA-მ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნარკებმა მცირე რეგრესი განიცადა.

ვილი სანიოლის გუნდმა ორი ჩავარდნილი თამაშის შემდეგ 13.48 ქულა დაკარგა და 1299.32 ქულით 78-ე პოზიციიდან 79-ე ადგილზე დაქვეითდა. 

განახლებული მონაცემების მიხედვით TOP 10 ასე გამოიყურება:

1. არგენტინა - 1851.41 ქულა
2. საფრანგეთი - 1840.76
3. ბრაზილია - 1837.61
4. ინგლისი - 1794.34
5. ბელგია - 1792.64
6. ხორვატია - 1747.83
7. ნიდერლანდები - 1743.15
8. პორტუგალია - 1728.58
9. იტალია - 1727.37
10. ესპანეთი - 1710.72