სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს

ესპანური პრესიდან ცნობილი ხდება, რომ ესპანელი ფეხბურთელის სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს.
ABC-ის ცნობით, მძარცველებმა წაიღეს ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ტანსაცმელი და ფული. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
შემთხვევა 20 სექტემბერს მოხდა, როდესაც "სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე "ლანსის" წინააღმდეგ (1:1) თამაშობდა.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ ძარვის დროს სახლში რამოსის ოთხი შვილი და მათი მომვლელები იმყოფებოდნენ. ისინი ამ შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.
ABC-ის ცნობით, მძარცველებმა წაიღეს ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ტანსაცმელი და ფული. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.