ავტორიზაცია

კრისტიან ჯუნტოლი: "ომი რომ არ ყოფილიყო, ხვიჩას ამ ფასად ვერ ვიყიდდით"

კრისტიან ჯუნტოლი: "ომი რომ არ ყოფილიყო, ხვიჩას ამ ფასად ვერ ვიყიდდით"
თარიღი 30 Sep 2023, 15:27
ტურინის "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, რომელიც მიმდინარე სეზონამდე "ნაპოლიში" მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებზე ისაუბრა.

"დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის, ძნელია სხვებს აჯობო დროში და ტრანსფერი დაბალ ფასად გააკეთო. 

მე ნაპოლიში რამდენიმე ასეთი დამთხვევა მქონდა, მაგალითად კვარას ომის გარეშე იმ ფასად ვერ დავიმატებდი, ხოლო პანდემიის გამო სეზონი რომ არ შეწყვეტილიყო, დიდი ალბათობით ოსიმენი საფრანგეთში 30 გოლს გაიტანდა და პრემიერლიგაში წავიდოდა",- თქვა ჯუნტოლიმ.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.