BREAKING: ნაპოლისა და ოსიმენს შორის კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია
"ნაპოლისა“ და ვიქტორ ოსიმენს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შეთანხმებამდე თითქოს მცირე დეტალები იყო დარჩენილი. ბოლო დროს არსებული პირობები აშკარად შეიცვალა და მოლაპარაკებები შეფერხდა.
წყაროს ცნობით, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შეთანხმებამდე თითქოს მცირე დეტალები იყო დარჩენილი. ბოლო დროს არსებული პირობები აშკარად შეიცვალა და მოლაპარაკებები შეფერხდა.
ჟურნალისტის აზრით, სხვა საკითხებთან ერთად, პრობლემა წარმოშვა ვიდეომ, რომელშიც ნიგერიელს თერთმეტრიანი გაცუდების გამო დასცინოდნენ.
ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლის" შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში.
ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლის" შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში.
ამრიგად, ნეაპოლურმა გუნდმა ყველა ფასად, ფეხბურთელთან ხელშეკრულება უნდა განაახლოს ან მოთამაშის გაყიდვა უნდა გადაწყვიტოს.