ფოტო: ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ესპანური გაზეთის დღევანდელი ნომრის მთავარ გარეკანზე მოხვდა
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ის დღევანდელი ნომრის მთავარ გარეკანზე „ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული.
მისი გარეკანზე გამოსახვა „ნაპოლი" - „რეალის" დღევანდელ დაპირისპირებას უკავშირდება.
„ჩვენ „მადრიდის" არ გვეშინია", - ასეთი წარწერა ახლავს ხვიჩას სურათს გარეკანზე.