ავტორიზაცია

უეფამ კოსოვოსა და ისრაელის მატჩი გადადო

უეფამ კოსოვოსა და ისრაელის მატჩი გადადო
თარიღი 12 ოქტ 2023, 13:32
UEFA-მ გაავრცელა ინფორმაცია ისრაელისა და კოსოვოს ნაკრებების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის გადადების შესახებ. 

ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იტყობინება.

უეფას ვებგვერდის ცნობით, მატჩი გადაიდო ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომ ეროვნულ გუნდს ამჟამად საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება არ აქვს.

მატჩი კვირას, 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელისა და შვეიცარიის მატჩი გადაიდო. ეს შეხვედრა 12 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.