რობერტსონს ოპერაცია სჭირდება - შოტლანდიელი 2023 წელს ვეღარ ითამაშებს
შოტლანდიელი მცველი ენდრიუ რობერტსონი ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს შოტლანდიის ნაკრებში ყოფნისას დაშავდა.
The Athletic-ის ცნობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოპერაციის ჩატარების შესახებ. ამრიგად, რობერტსონს გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს შოტლანდიელი ფეხბურთის მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს "ლივერპული" 21 ოქტომბერს, სახლში "ევერტონთან" გამართავს.
ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს "ლივერპული" 21 ოქტომბერს, სახლში "ევერტონთან" გამართავს.