ავტორიზაცია

ინტერ მაიამის მოთამაშეები ესპანურს მესისთან კომუნიკაციისთვის სწავლობენ

ინტერ მაიამის მოთამაშეები ესპანურს მესისთან კომუნიკაციისთვის სწავლობენ
თარიღი 23 Oct 2023, 19:07
"ინტერ მაიამის" გარემარბი ედისონ აზკონამ აღიარა, რომ მისი თანაგუნდელები ესპანურს სწავლობენ, რათა არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის ესაუბრონ.

„მე არ მსმენია ლეოს ლაპარაკი ინგლისურად... ხანდახან ის ამბობს „დილა მშვიდობისა“, როდესაც შემოდის, მაგრამ ვინც ინგლისურად ლაპარაკობს და ესპანური არ იცის, ესპანურ ენაზე ლაპარაკს სწავლობს “, - ციტირებს Infobae აზკონას სიტყვებს.

36 წლის არგენტინელი "ინტერ მაიამიში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გადავიდა, მას შემდეგ რაც "პსჟ"-სთან კონტრაქტი ამოიწურა.

მესიმ გუნდში ჩატარებულ 14 მატჩი 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თავდამსხმელის კონტრაქტი "ინტერ მაიამისთან" 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.