ავტორიზაცია

საქართველო - შოტლანდია | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველო - შოტლანდია | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
თარიღი 23 ოქტ 2023, 19:21
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს, თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი: 10, 20, 30 და 50 ლარი.

Nakrebi.ge