გროსოს შესაძლოა ლიონიდან გაათავისუფლონ - მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენეს
"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო გროსომ შესაძლოა უახლოეს მომავალში სამსახური დაკარგოს.
იტალიელი რომელმაც ფრანგული გუნდის სათავეში ლორან ბლანი 18 სექტემბერს ჩაანაცვლა, გუნდში არსებული მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა - "ლიონი" კვლავ ბოლოა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში.
ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, გროსოს მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. კლუბმა სპეციალისტს უკვე წაუყენა ულტიმატუმი: თუ გუნდი მომავალ მატჩებში "მარსელთან" (29 ოქტომბერი) და "მეცთან" (5 ნოემბერი) თამაშებს ჩააგდებს, მაშინ მისი გაშვება თითქმის გარდაუვალია.
"ლიონმა" ფაბიო გროსოს ხელმძღვანელობით ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა. მწვრთნელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.