საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევის პირველ შეხვედრაში კვიპროსი დაამარცხა
ევროპის 2024 წლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა.
შეხვედრა მიხეილ მესის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და ვასილ მაისურაძის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ანგარიში 23-ე წუთზე ცოტნე ბერელიძემ გახსნა, მეორე გოლი კი დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარნვება მოიპოვა და იქამდე სანამ ესპანეთია და მოლდოვას ნაკრებები ერთმანეთს დაუპირიაპირდებიან, ჯგუფის სათავეში მოექცა.
მაისურაძის ნაკრები ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას 18 ნოემბერს მოლდოვას 19-ელამდელთა ნაკრებთან გამართავს.