ავტორიზაცია

FIFA-ს რეიტინგი: მერამდენე ადგილზეა საქართველოს ნაკრები ნოემბრის მატჩების შემდეგ?

FIFA-ს რეიტინგი: მერამდენე ადგილზეა საქართველოს ნაკრები ნოემბრის მატჩების შემდეგ?
თარიღი 20 ნოე 2023, 15:00
ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთთან დამარცხდა.

მატჩი სტადიონ „ესტადიო ხოსე სორილიაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

შოტლანდიის ნაკრებთან საშინაო ფრისა და ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს FIFA-ს რეიტინგში 0.31 კოეფიციენტი დაემატა, თუმცა რეიტინგში 76-დან 77-ე პოზიციაზე დაქვეითდა.