ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვიტა

მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვიტა
თარიღი 24 ნოე 2023, 11:07
23 წლის ფრანგი მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც ამჟამად მშობლიურ "ნიცაში" თამაშობს, მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში რჩება.

ტაბლოიდის The Sun-ის ჟურნალისტების ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში დამატებას გეგმავს. 

ტოდიბოსა და "ნიცას" შორის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტოდიბომ 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.