ავტორიზაცია

საოცარი ქამბექი! საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საოცარი ქამბექი! საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა
თარიღი 02 დეკ 2023, 01:32
დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე ქალთა ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და მეტოქე - 4:2 დაამარცხა.

თბილისში გამართული მატჩი, 43-ე წუთზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერდა, თუმცა შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოდანზე განახლდა.

პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში თეონა ბაქრაძის და ხატია ჭყონიას გატანილი გოლების შემდეგ მატჩში ანგარიში გათანაბრდა.

შეხვედრის მიწურულს ნინო ბუხრიკიძემ ჩვენი ეროვნული დააწინაურა, ხოლო დამატებული დროის მეშვიდე წუთზე ნათია დანელიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

ირის ანტმანის გუნდი, მიმდინარე ერთა ლიგის ბოლო მატჩს 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, მერსინში, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

Nakrebi.ge