ანტუან გრიზმანმა მესის მიღწევა გაიმეორა
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი ნოემბერში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატის ნოემბრის სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატის ნოემბრის სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ატლეტიკოს" 32 წლის ფორვარდს ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მერვედ მიანიჭეს - ამრიგად ფრანგმა გაიმეორა ლიონელ მესის რეკორდი, რომელმაც "ბარსელონა" 2021 წელს დატოვა.