ბაიერნი პსჟ-ს მცველის ტრანსფერით ინტერესდება

მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟ"-ს მცველის ტრანსფერით ინტერესდება, საუბარია ნორდი მუკიელეზე, რომელიც შეესაბამება იმ ფეხბურთელის პროფილს, რომლის შეძენაც სამწვრთნელო შტაბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს.
ამავდროულად, ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იუწყება, რომ ერთმა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუშალოს გარიგებას.
ამავდროულად, ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იუწყება, რომ ერთმა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუშალოს გარიგებას.
ფაქტია, რომ "პსჟ" იანვარში ერთი თვით დაკარგავს აშრაფ ჰაკიმს, რომელიც აფრიკის თასზე იასპარეზებს. კლუბს სურს მუკიელეს შენარჩუნება, რათა გამოიყენოს იგი დაცვის მარჯვენა ფლანგზე.