ნაპოლი რეალ ბეტისის მცველის ტრანსფერით ინტერესდება
"რეალ ბეტისის" მარცხენა მცველი ხუან მირანდას მიმართ ინტერესს სერია A-ს კლუბები იჩენენ.
23 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება - ის "ბეტისთან" კონტრაქტის განახლებას არ აპირებს.
23 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება - ის "ბეტისთან" კონტრაქტის განახლებას არ აპირებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, "მილანი" აწარმოებდა მოლაპარაკებებს ესპანელთან და მის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებას ცდილობდა. ნოემბერში მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა სიტუაცია დღემდე გაურკვეველია.
Calciomercato-ს ცნობით, "ნაპოლი" მზადაა მირანდასთვის ბრძოლაში ჩაერთოს.
Calciomercato-ს ცნობით, "ნაპოლი" მზადაა მირანდასთვის ბრძოლაში ჩაერთოს.
ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობა აპირებს მოთამაშეს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს სეზონში 2 მილიონი ევროს ანაზღაურებით - დაახლოებით იგივე პირობებს დაჰპირდა ფეხბურთელს "როსონერი".