მარცხის მიუხედავად MVP! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ხეტაფეს წინააღმდეგ?
ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში "ხეტაფე" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვენით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ბორხა მაიორალმა გაიტანა.
მიუხედავად მარცხისა ლა ლიგამ გიორგი მარარდაშვილი მატჩის MVP-დ დაასახელა.
ქართველმა მეკარემ "ხეტაფეს" წინააღმდეგ 5 სეივი ჰქონდა და Sofascore-სგან 7.1 შეფასება დაიმსახურა.