მარეკ ჰამშიკი შესაძლოა ნაპოლიში დაბრუნდეს
სლოვაკეთის ნაკრებისა და "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი შესაძლოა ნეაპოლიტანურ კლუბში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინსაიდერმა მატეო მორეტო იუწყება.
ჰამშიკს შეუძლია შეუერთდეს ფრანჩესკო კალცონას სამწვრთნელო შტაბს, რომელსაც "ნაპოლის" აქტიურად უკავშირებენ.
იტალიის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ "ნაპოლის" 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.