ჟირუს MLS-ში გადასვლა სურს

"მილანის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეცვალოს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, 37 წლის ფრანგი ფეხბურთელი არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და MLS-ის კლუბების სამიზნეა. წყაროს ცნობით, თავად ჟირუ MLS-ში გადასვლისკენაა მიდრეკილი.
მიმდინარე სეზონში ჟირუმ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.