ტოტენჰემს ჩელსის ნახევარმცველის შეძენა სურს

ლონდონის "ჩელსის' ნახევარმცველმა კონორ გალაჰერმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ Team Talk-ი იუწყება.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველის შეძენით "ტოტენჰემი" ინტერესდება.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.