კონტემ ნაპოლის გულუხვი შეთავაზება უარყო

ანტონიო კონტე კვლავაც სკეპტიკურად უყურებს იტალიაში დაბრუნების იდეას.
Calciomercato.it-ის ცნობით, სპეციალისტმა უარყო "ნაპოლის" გულუხვი შეთავაზება.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კონტეს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც იტალიელი საერთო ჯამში 24 მილიონ ევროს მიიღებდა.
კონტრაქტი ასევე მიმდინარე სეზონის ბოლომდე 4 მილიონის ანაზღაურებას ითვალისწინებდა.
მაგრამ 54 წლის სპეციალისტმა უარყო ეს შეთავაზება.