მადრიდის რეალს VAR-ის სისტემის გამო 27 გოლი გააუქმეს - ყველაზე მეტი ლა ლიგაში
ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალის" გოლებს VAR-ის სისტემა ყველაზე ხშირად აუქმებს.
ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ მსაჯებმა "სამეფო კლუბს" 27 გოლი არ ჩაუთვალეს.
მეორე ადგილს ამ მაჩვენებლით "სევილია" იკავებს - 16 გოლი. მესამე პოზიციას მადრიდის "ატლეტიკო" და "ვალენსია" ინაწილებენ - 14.
რაც შეეხება "ბარსელონას", VAR სისტემით კატალონიელებს 11 გოლი გააუქმეს.