სასამართლო რონალდუს სარჩელთან დაკავშირებით განაჩენს აპრილში გამოიტანს
ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუს სარჩელზე სასამართლო განაჩენს აპრილში გამოიტანს. ამის შესახებ Calcio e Finanza იუწყება.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფორვარდს საიდუმლო შეთანხმება ჰქონდა "ბებერ ქალბატონთან", რამაც კლუბს საშუალება მისცა კორონავირუსული პანდემიის დროს მოთამაშისთვის ხელფასი არ გადაეხადა.
ამ შეთანხმების ფარგლებში, ტურინელებს 39 წლის პორტუგალიელს 19,9 მილიონი ევროს დავალიანება ჯერაც არ გადაურიცხავთ. სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 22 აპრილს გამოაცხადებს.