არსენალი ფორვარდის პოზიციაზე ოთხი მოთამაშის კანდიდატურას განიხილავს

ლონდონის "არსენალი" კვლავ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია.
Mail Sport-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" ამ ეტაპზე ოთხ კანდიდატს განიხილავენ.
მიკელ არტეტას სიაში: ვიქტორ ოსიმენი, ივან ტონი, ვიქტორ გიოკერესი და ჯოშუა ზირკზე მოხვდნენ.