ვიქტორ ოსიმენმა მარადონას მიღწევა გაიმეორა

"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა "სასუოლოსთან" მატჩში (6:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა.
25 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი მატჩის 31-ე, 41-ე და 47-ე წუთებზე აიღო - ამჟამად ნიგერიელს იტალიის ჩემპიონატში 11 გოლი აქვს გატანილი.
Opta-ს ცნობით, ოსიმენი გახდა "ნაპოლის" პირველი მოთამაშე ლეგენდარული დიეგო მარადონას შემდეგ, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ ოთხ სეზონში ათი ან მეტი გოლი გაიტანა.